არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ვნებათაღელვამ მატჩის დროს პიკს არაერთხელ მიაღწია.
ფეხბურთელებმაც იჩხუბეს, ერთ-ერთ მომენტში კი ლეანდრო პარედესმა ბურთი ნიდერლანდელთა სათადარიგო სკამისკენ დაარტყა, რასაც ჩხუბის დაწყება მოჰყვა.
ემოციები არც თამაშის შემდეგ ჩამცხრალა. კადრებში კარგად ჩანს, რომ არგენტინელებმა პენალტების სერიაში მოგება ნიდერლანდელების წინაშე ძალიან პროვოკაციულად აღნიშნეს და პირდაპირ მეტოქის გამოწვევას ცდილობდნენ.
განსაკუთრებით ნიკოლას ოტამენდი აქტიურობდა. თავის მხრივ, მესიმაც ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გამოიწვია და მატჩის მერე, როგორც ლუის ვან გაალთან, ისე მის ასისტენტ ედგარ დავიდსთან იკამათა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო კი ფრედ, 2:2 დასრულდა.