"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუს კლუბიდან სკანდალურ წასვლაზე კომენტარი გააკეთა. "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდში დარჩენა სურდა.
„პირველი წუთიდან ამ დრომდე მინდოდა რონალდუ დარჩენილიყო. წასვლა უნდოდა, მაგრამ ინტერვიუს წინ არაფერი უთქვამს. მან ზაფხულში მითხრა, რომ რამდენიმე დღეში გეტყვი გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგ კი თქვა, რომ დარჩენა სურდა", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
გეტყვით, რომ რონალდუმ "მანჩესტერი" სკანდალურად დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. ვარაუდობენ, რომ ის საუდის არაბეთის კლუბში გადავა, სადაც ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარყო.
კრიშტიანუ პორტუგალიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია გასული, სადაც მაროკოს ნაკრებს შეხვდება. მატჩი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.