ბენქსი ირპენის საპატიო მოქალაქე გახდა

ბენქსი ირპენის საპატიო მოქალაქე გახდა

ანონიმური ბრიტანელი მხატვარი ბენქსი უკრაინის ქალაქ ირპენის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ Facebook-ზე ირპენის მერი ოლექსანდრ მარკუშინი წერს.

გადაწყვეტილება ბენქსისთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ირპენის საქალაქო საბჭომ მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, „ბენქსიმ საკუთარ ნახატებში ირპენის ბრძოლის ისტორია და მისი აღორძინების იდეები აღწერა“.

მანამდე ბენქსიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 7 ნახატი შეასრულა.