მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების ერთი ნაწილი დევნილობაში და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, დედაქალაქი მათხოვრებითაა სავსე და უმუშევრობა ქვეყნის უმთავრესი სენია, ბათუმში კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1 683 000, პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტი 737 500, მაია ქეის შოუ პროგრამა კი 371,3 ათასი ლარი დაჯდა.
ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი “ეროვნული ფორუმის“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა– ნოდარ ჯავახიშვილმა გახადა, რომელმაც აღნიშნული ციფრები რეალურად ცნო და საზოგადოებას, ბიუჯეტიდან თანხების არაკანონიერად ხარჯვის გამო, რეაგირებისაკენ მოუწოდა.
როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზენოთ აღნიშნული მონაცემები მას პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების შესაბამისი ხარჯთაღრიცხვიდან გააჩნია.
“უფასო კონცერტები, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა, სინამდვილეში ძალიან ძვირი დაჯდა და მისი მოწყობისთვის თანხმები თითოეული ჩვენგანის სისხლითა და ოფლით შევსებული ბიუჯეტიდან დაიხარჯა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნიდარ ჯავახიშვილმა.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ “ეროვნული ფორუმის“ მიერ გამოქვეყნებული ეს მონაცემები პირველია, რაც კი აღნიშნული კონცერტების ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულა, რადგან ოფიციალური უწყებები მას ამ დრომდე ასაიდუმლოებენ და აქამდე არავის შეეძლო, ასეთ კონცერტებზე დახარჯული ზუსტი თანხების შესახებ ესაუბრა..