დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ხორვატიის ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდება. ხორვატიის მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი მიიჩნევს, რომ მის გუნდს სელესაოსთან კონკურენცია შეუძლია და მხოლოდ მეოთხედფინალით არ უნდა დაკმაყოფილდნენ.
"დღევანდელი მატჩი ყველაზე რთული იქნება. შემიძლია შევადარო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, სადაც საფრანგეთს შევხვდით. ძლიერი მეტოქე გვყავვს და ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 11 თამაში ვითამაშეთ და ერთი წავაგეთ. ვისურვებდი, რომ ეს დაპირისპირება ცოტა მოგვიანებით ყოფილიყო, თუმცა ასეთი ბედი გვერგო.
გვჭირდება დრო, რომ გუნდი განვითარდეს და მომწიფდეს. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდში ვართ, კოლოსალური წარმატებაა მაგრამ, ჩვენ მეტი გვინდა და გასაოცარი იქნება, თუ ჩვენი გუნდი ამას შეძლებს.
ბრაზილიასთან ფინალი რომ გვეთამაშა უკეთესი იქნებოდა. მათ რამდენჯერმე შევხვედრივართ და არასდროს მოგვიგია. იმედია შევძლებთ ამ უარყოფითი ტრადიციის დარღვევას. მეოთხედფინალში გასვლით არ უნდა დავკმაყოფილდეთ", - ციტირებს დალიჩს Reuters.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და ბრაზილიის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.