„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მბაპეს გუნდში დარჩენა. ასევე ის ფაქტი, რომ მან კლუბი უფასოდ არ დატოვა.
„ჩემთვის ის არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი და ადამიანი, ნამდვილი პროფესიონალი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დარჩენა და რომ უფასოდ არ წავიდა.
ყოველთვის ვენდობოდი მას და მის ოჯახს, რადგან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა შევქმენით. ის პარიზელია, ფრანგი და ყოველთვის ამაყობს საფრანგეთში ყოფნით“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე წელს 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ამ სეზონში ფრანგმა შემტევმა პარიზელთა რიგებში ჩატარებულ 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა.