ფრედი:

ფრედი: "ნახევარფინალში ბრაზილია-არგენტინის მატჩის და მესის ტირილის ნახვა მინდა"

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრედმა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრა ისურვა. როგორც მან თქვა, უნდა, რომ მომტირალი ლიონელ მესი ნახოს.

„მოუთმენლად ველოდები ბრაზილია-არგენტინის თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში. მეტსაც გეტყვით, მინდა, ქაოსი, ჩხუბი, ნეიმარის ბრწყინვალე თამაში და ცრემლიანი მესის ნახვა“, - თქვა ფრედმა.

შეგახსენებთ, რომ ფრედი თავის დროზე ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი იყო და ორ მუნდიალზეც ითამაშა - 2006 და 2014 წელს. ორივე შემთხვევაში მან მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლის გატანაც შეძლო.