ჯენიფერ ლოურენსმა, რომელიც მაყურებელთა უმრავლესობამ The Hunger Games-დან გაიცნო, ახლახან მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამ ფილმების გადაღებებზე ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე წონაზე ხშირად მიანიშნებდნენ და მოსთხოვეს კიდეც, რომ დაახლოებით 5 კილოგრამი დაეკლო.
"The Hunger Games-ში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ეს წიგნები უზარმაზარია და ისიც ვიცოდი, რომ ჩემი მაყურებლები ძირითადად ბავშვები იყვნენ. "რამდენი კილოგრამის დაკლებას აპირებ?" — მახსოვს, როგორ დამისვეს ეს კითხვა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ვიზრდებოდი, ამიტომ არ შემეძლო დიეტის დაცვა. არც ის მსურდა, ყველა გოგოს, რომელიც ქეთნისის მსგავსად ჩაცმას გადაწყვეტდა, ეფიქრა, რომ ეს არ შეუძლია, რადგან საკმარისად გამხდარი არ არის", — განაცხადა ჯენიფერ ლოურენსმა.
როგორც ჯენიფერ ლოურენსი იხსენებს, ფილმის რეჟისორი მკაცრად სთხოვდა, რომ წონაში დაეკლო, ხშირად კი მსახიობის გარეგნობის შესახებ უხეშ კომენტარებსაც აკეთებდა. ლოურენსის თქმით, რეჟისორმა ურჩია პორნოებში მიეღო მონაწილეობა, რადგან ეს წონის გამო უფრო შეეფერებოდა. "ბოლოს პროდიუსერს ვესაუბრე ჩემი არარეალისტური დიეტის შესახებ და მან მიპასუხა, რომ არც კი იცოდა, მსუქნად რატომ მთვლიდნენ", — განაცხადა ლოურენსმა.
მსახიობმა ისიც დასძინა, რომ ქეთნისის როლისთვის შიმშილს არ აპირებდა და არც ის სურდა, რომ პატარა გოგოებს იმისთვის გამოეტოვებინათ ვახშამი, რათა პერსონაჟს დამსგავსებოდნენ. ლოურენსის თქმით, იმისთვის ვარჯიშობდა, რომ უფრო ძლიერი გამხდარიყო და არა იმისთვის, რომ წონაში დაეკლო.