წითელ ხალიჩაზე ჯულია რობერტსმა ჯორჯ კლუნის ფოტოებით გაფორმებული კაბა ჩაიცვა

წითელ ხალიჩაზე ჯულია რობერტსმა ჯორჯ კლუნის ფოტოებით გაფორმებული კაბა ჩაიცვა

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში კენედის ცენტრის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა. წლევანდელ დაჯილდოებაზე ჯორჯ კლუნი იმ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი იყო, რომელთა სამსახიობო მოღვაწეობასაც ცერემონია მიეძღვნა.

დაჯილდოებაზე ჯორჯ კლუნის ახლო მეგობარი და ყველასთვის ცნობილი მსახიობი, ჯულია რობერტსიც იმყოფებოდა, რომელმაც მაყურებლების ყურადღება მიიპყრო. ამის მიზეზი კი მსახიობის სამოსია, რობერტსმა ჯორჯ კლუნის ფოტოებით გაფორმებული კაბა ჩაიცვა და მეგობრის მიმართ პატივისცემა ასე გამოხატა.

ჯულია რობერტსის ორიგინალურ კაბაზე ჯორჯ კლუნის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მომენტების ფოტოები იყო გამოსახული, მათ შორის მსახიობის ცნობილი როლები და მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლები. ასევე, თითოეული ფოტო ოქროსფერ ჩარჩოში იყო ჩასმული.

ჯულია რობერტსმა და ჯორჯ კლუნმა მაყურებელს თავი Ocean's Eleven-ში შესრულებული როლებით დაამახსოვრეს. ახლახან კი წყვილმა რომანტიკულ კომედიაში Ticket to Paradise მთავარი პერსონაჟები განასახიერა.