ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გარეთ საუთგეიტის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებაც სურთ - გვამცნობს Daily Mail.
ასოციაციაში ფიქრობენ, რომ საუთგეიტმა გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვისაც უნდა მოამზადოს. მართალია, მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურება, მაგრამ შესაძლოა, ყატარის მუნდიალის შემდეგ მოინდომოს წასვლა და საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება.
ასოციაციის მამები გარეთის დაყოლიებას შეეცდებიან. თუმცა თუ სპეციალისტი წასვლას გადაწყვეტს, ხელს არ შეუშლიან. ერთმანეთს სასაუბროდ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეხვდებიან.
საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და ევრო 2020-ის ფინალში გავიდა.