პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს განუცხადა, რომ მასთან კონფლიქტის გამო, შესაძლოა, ეროვნული გუნდი დატოვოს - წერს პორტუგალიური გაზეთი Record.
წყაროს ინფორმაციით, ამ ნაბიჯის გადადმა რონალდუმ სამხრეთ კორეასთან მატჩის შემდეგ გადაწყვიტა, როცა ის 65-ე წუთზე შეცვალეს. „ძალიან ჩქარობ ჩემს შეცვლას“ - დაუყვირა მაშინ გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანუმ სანტუშს.
შვეიცარიასთან მეოთხედფინალურ მატჩში კი ის ძირითად შემადგენლობაში არ აღმოჩნდა და მინდორზე მხოლოდ 73-ე წუთზე შეუშვეს, როცა მისი პარტნიორები უკვე 5:1 იგებდნენ (საბოლოოდ მათ 6:1 გაიმარჯვეს).
რონალდუმ ყატარის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიელთა ოთხივე შეხვედრაში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.