ოფიციალურად: ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა

ოფიციალურად: ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები დატოვა

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ამრიგად, კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს იწურება, აღარ გახანგრძლივდება და „ფურია როხას“ ახალი მწვრთნელი ეყოლება, რომლის ვინაობა ჯერ უცნობია.

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს 2018 წელს ჩაუდგა სათავეში და 2019 წლამდე წვრთნიდა, მერე მან მცირე პაუზა აიღო და რამდენიმე თვეში გუნდს დაუბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანელები ევრო 2020-ის ნახევარფინალში გავიდნენ, 2021 წელს ერთა ლიგის ფინალში ითამაშეს, ხოლო მუნდიალს მერვედფინალში გამოეთიშნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი პენალტების სერიაში დამარცხდა.

ლუის ენრიკეს „რომაში“, „სელტასა“ და „ბარსელონაში“ აქვს ნამუშევარი. შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. ესპანელები საქართველოს 8 სექტემბერსა და 19 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.