ავღანეთში ხელისუფლებაში დაბრუნებიდან პირველად „თალიბებმა“ სტადიონზე ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
სიკვილით დაისაჯა ჰერატის პროვინციის მკვიდრი, სახელად თაჯმირი, რომელმაც ადამიანი მოკლა და მას მოტოციკლი და მობილური ტელეფონი მოჰპარა. სასიკვდილო განაჩენი მოკლულის მამამ აღასრულა, რომელმაც თაჯმირს სამჯერ ესროლა.
სიკვდილით დასჯა ფარაჰის პროვინციაში, სტადიონზე, ათასობით ადამიანის თანდასწრებით გაიმართა. მას ასევე ესწრებოდნენ „თალიბანის“ მაღალჩინოსნები, მათ შორის ავღანეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აბდულა ჰაქიმ ჰაქანი.