პერუს პარლამენტმა პრეზიდენტს, პედრო კასტილიოს იმპიჩმენტი გამოუცხადა, მას შემდეგ რაც მან პარლამენტის დათხოვნა სცადა. პრეზიდენტის ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ დადო, უკვე ყოფილი პრეზიდენტი კი პოლიციამ დააკავა.
მანამდე პედრო კასტილიომ განაცხადა, რომ პარლამენტს საგანგებო დროებითი მთავრობით ჩაანაცვლებს, თუმცა კანონმდებლებმა მოიწვიეს საგანგებო სხდომა და პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
პერუს პოლიციამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც პედრო კასტილიო პოლიციის განყოფილებაშია გადაღებული. პროკურატურის წარმომადგენელმა მარტია ბარეტომ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია.
დინა ბოლუარტე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. ის აცხადებს, რომ თანამდებობაზე 2026 წლამდე დარჩება.