იაგო ხვიჩია „ემპათიას“ დასკვნაზე: 3000-გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს - დასკვნა შეიძლება იყოს ერთი ან ნახევარ გვერდიანი, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო

იაგო ხვიჩია „ემპათიას“ დასკვნაზე: 3000-გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს - დასკვნა შეიძლება იყოს ერთი ან ნახევარ გვერდიანი, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო

3000- გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაცია მისი დაკავების დღიდან მიმდინარეობს.

„მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან გვახსოვს მისი ჯანმრთელობის თემაზე სპეკულაცია. არ გასულა თვე ისე, რომ ვინმე არ გამოსულიყო და არ ეთქვა, რომ სააკაშვილი ცუდად არის და კვდება. თვითონ ამ პროცესმა დააზიანა სააკაშვილი და ჯანმრთელობის არგუმენტის ასე გამოყენებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის თემაზე ლაპარაკი ადამიანებში განსხვავებულ ემოციას არ აღძრავს. ბევრჯერ გავიარეთ ის მომენტი, რომ სააკაშვილი დღე-დღეზე კვდება. მჯერა, რომ სააკაშვილი მართლა ცუდად არის. ის, რომ საუბრობდნენ სააკაშვილი ცუდად არის და კვდება, მინიმუმ გადაჭარბებული აღმოჩნდა. იმდენია ამაზე ყვირიან, რეალურიც რომ იყოს შეიძლება ადამიანებმა არ დაიჯეროს. 1 წლის წინ ყვიროდნენ კვდებაო და ამაზე ყური არავინ შეიბერტყა, რამე განსხვავებული უნდა გააკეთო.

3000 - გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს. თუ 3000 - გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი არ გინდა, რომ გავიგო“, - განაცხადა ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

„ქრონიკამ“ გაარკვია, რომ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგის შეფასება არ დევს. არადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს და აუცილებელია პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა. ასევე, ნათქვამია, რომ ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის, რადგან ჯერ არ ჩამოსულა.