Euronews: ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ

Euronews: ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

2 სექტემბერს, „დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს საერთო პოლიტიკურ განზრახვას, დავასრულოთ და განვახორციელოთ ყოვლისმომცველი აკრძალვა იმ სერვისებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ასეთი სერვისების მიწოდება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეძენილია ფასის ზედა ზღვარით“, - განაცხადეს „დიდ შვიდეუში“.

7 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.