სალომე სამადაშვილი:  ღმერთმა არ ქნას და კიდევ უფრო რომ დამძიმდეს სააკაშვილის მდგომარეობა და შესაძლო ფატალური შედეგი დადგეს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ამ სახელმწიფოსთვის

სალომე სამადაშვილი: ღმერთმა არ ქნას და კიდევ უფრო რომ დამძიმდეს სააკაშვილის მდგომარეობა და შესაძლო ფატალური შედეგი დადგეს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ამ სახელმწიფოსთვის

ამ კონკრეტულ აქციაში პარტიულად მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 3 დეკემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი გაუგებრობაა აქციის მიზნებთან და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

„ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა, მათი პარტიული აქციაა. პარტიის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა იყო. ჩვენ ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და კიდევ დავაფიქსირებთ, ხოლო რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციას, პარტიულად მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. „ნაციონალურ მოძრაობაშიც კი გაუგებრობა იყო ამ აქციის მიზანთან თუ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება უზარმაზარი დარტყმა იქნება სახელმწიფოსთვის.

„ღმერთმა არ ქნას და მართლა რომ დამძიმდეს კიდევ უფრო მისი მდგომარეობა და შესაძლო ფატალური შედეგი დადგეს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და გააღრმავებს საზოგადოებრივ კრიზისს. სწორედ ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ წლების განმავლობაში სააკაშვილის გვერდით სულ უფრო ნაკლები ადამიანი რჩებოდა, ვისაც შეეძლო ეთქვა, რეალურად რაც ხდებოდა საქართველოში.

„ნებისმიერი ხელმძღვანელის გარშემო არის ხალხი, რომელიც ყოველთვის აძლევს მაამებლურ ინფორმაციას, აძლევს ინფორმაციას, რომელიც იცის, რომ მას გაუხარდება და არის ხალხი, რომელიც ეუბნება სიმართლეს, თუნდაც არასასურველს. მე ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში სააკაშვილის გარშემო უფრო და უფრო ნაკლები რჩებოდნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდა იმისი სურვილი ან წონა, რომ ეთქვა ობიექტური რეალობა და ნაკლებად ის, რისი მოსმენაც მას სურდა. ეს ყოველთვის სახიფათოა ნებისმიერი ადამიანისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ვერ გავიგე რა ამძიმებს მ. სააკაშვილის მდგომარეობას, ვერ გავიგე?! საუკეთესო კლინიკაშია წამოკოტრიალებული, საუკეთესო ექიმები თავს ეხვევიან, აქაურიც და უცხოეთიდან ჩამოყვანილები.კარგს სვამს და ჭამს! ქალი მაგას არ აკლია და სხვა მნახველები! მისდის ინფორმაცია, აკეთებს განცხადებებს! ამ საძაგელ სამადაშვილს და მის დამქაშებს კიდევ რაღა ჯანდაბა უნდათ? ეს არის სასამართლოს მისჯილი სასჯელის მოხდა?! მე პირადად მომხრე ვარ ვისაც მაგი უნდა, რომელ ქვეყანასაც და ენატრება გაატანონ თავის ჰარამხანასთან ერთად და დედამისიც თან გააყოლონ! არ აგვიკლეს კაცო ამ ამძუვნებულმა დედაკაცებმა?!
1 წლის უკან