იურგენ ჰარდტი: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა

იურგენ ჰარდტი: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა

ჩვენი პარლამენტის უმრავლესობა ცხადად ამბობს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი იქნება, - ამის შესახებ ბუნდესტაგში ფრაქცია ქრისტიან დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკური სპიკერმა, იურგენ ჰარდტმა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჯერ კანდიდატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული საქართველოს, რადგან ეს მხოლოდ ბუნდესტაგის გადასაწყვეტი არ არის. ეს მთლიანად ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს. მიცემულია 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, პარლამენტის ყველა პარტია და მთავრობა მუშაობს ამ რეკომენდაციებზე რეაგირებისთვის. ამიტომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა“, - განაცხადა ჰარდტმა.

Aburjga Tasmanieli ღმერთო დაგვიფარე ამ უბედურებისაგან, ღმერთო დაგვიფარე ამ ბინძური სულის ზნედაცემული მტარვალებისაგან!
1 წლის უკან