კობა ნაყოფია: გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით -პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება

კობა ნაყოფია: გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით -პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივანი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც კობა ნაყოფიამ ტვ "მთავარ არხთან" განმარტა, ის გაკვირვებულია პარტიის წევრების სიჩქარით, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს და პოლიტსაბჭოს მოწვევა მოითხოვეს.

"მე ახლა ვიმყოფები კიევში, აქ უკრაინაში, დიდი თუ პატარა, და განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით", - განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ფორმა არჩევნების ჩატარების და თვითონ კამპანია იყოს ღირსეული და ისეთი, რომელიც გააძლიერებს პარტიას მთავარ ბრძოლაში, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და "ქართული ოცნების" შეცვლას გულისხმობს.