მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილი არის ინსტრუმენტი, მათი დავალებების მიმცემების ხელში

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილი არის ინსტრუმენტი, მათი დავალებების მიმცემების ხელში

სააკაშვილი არის ინსტრუმენტი, მათი [„ნაციონალური მოძრაობა“]დავალებების მიმცემების ხელში, რომელიც ჩამოიყვანეს, ეს გეგმა არ წავიდა, ვერ შეასრულეს და შემდეგ გადავიდნენ სხვადასხვა გეგმაზე და როცა არც ერთი გეგმა არ გამოუვიდათ, დაუბრუნდნენ ბრძოლის პირველ იარაღსა და ინსტრუმენტს, კვლავ მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იუსტიციის სამინისტროს უფრო აინტერესებს (იმიტომ რომ ეს მისი ვალია), ვიდრე იმ ხალხს, ვინც ფსევდო ინტერესს გამოხატავს მისი ჯანმრთელობის მიმართ. თავიდან კვდება, კვდება იძახეს, შემდეგ დაავიწყდათ, ახლა დაუბრუნდნენ ისევ, რომ გამოიყვანონ ეს ადამიანი, ქვეყანა არიონ, სხვა გეგმა მათ არ აქვთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იგეგმება.