რამდენიმე კრიტერიუმია, რის მიხედვითაც ჩვენ კანდიდატებს ვაფასებთ. მონდომებულები ვართ, რომ ავირჩიოთ საქართველოსთვის საუკეთესო კანდიდატი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ სახალხო დამცველის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატების წრე შემჭიდროვდა.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობის საქმეა ვის აირჩევ. თუ პოლიტიკოსი ხარ, თუ მონაწილეობ შენი ქვეყნის მართვაში, უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება. შევთავაზეთ ოპოზიციას - წარადგინეთ და ჩვენ არჩევანი დაგვიტოვეთ. არ შეიძლება ასეთ დროს გქონდეს ულტიმატუმი ან ეს, ან არავინ სხვა.
შემჭიდროვდა ადამიანების წრე, რომელიც შეიძლება აირჩეს. ჩვენი ამოცანაა სახალხო დამცველის არჩევა და ჩვენი ამოცანაა არ შეიძლება ოპოზიციის ქომაგის არჩევა. სახალხო დამცველი, რომელსაც ავირჩევთ კრიტიკული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, კრიტიკული, გაბედული განწყობა, დამოუკიდებელი, მაგრამ არა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ოპოზიციასთან მიკერძოებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
25 ნოემბერს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.