ზურა კირკიტაძე: არ არსებობს ხელშეუხებელი პირები, არ მოაქვს სიკეთე დამალულ სიმართლეს და არც დუმილია ყოველთვის ოქრო

ზურა კირკიტაძე: არ არსებობს ხელშეუხებელი პირები, არ მოაქვს სიკეთე დამალულ სიმართლეს და არც დუმილია ყოველთვის ოქრო

ფეისბუქ-მომხმარებელი ზურა კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ერთ მგრძნობიარე საკითხს მინდა შევეხო, სენსიტიურს კი არა როგორც “პრადვინუტები” ამბობენ, მგრძნობიარე

სურამისა და ხაშურის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. შეიქმნა 2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, მანამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაწილი იყო. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით საეპისკოპოსო კანდიდატად გამორჩეულ იქნა ყორანქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტრის იღუმენი სვიმეონი. ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს" ( საპატრიარქოს გვერდიდან) 

სანამ მთავარ საკითხზე გადავიდოდეთ, ერთი კითხვა- ვინ გახსენდებათ 2012 წელს საპატრიარქოდან ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი ეპისკოპოსი? 48 კაციან სინოდში ასეთი მხოლოდ ერთი იყო რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი.  16 სინოდის წევრი გაქანებული ნაცი იყო, კიდევ ამდენივე შუაშისტი, ხოლო დანარჩენი პატრიარქის ჩათვლით ოცნების მომხრე იყო მაგრამ აქტიურად არ აფიქსირებდა ამას, არაპირდაპირ დიპლომატიური ბალანსით უჭერდნენ მხარს ოცნებას. ეკლესიის აბსოლუტური უმრავლესობა მაშინაც და ახლაც ნაცების მოწინააღმდეგეა. აქ საუბარი მაქვს ეპისკოპოსებზე.

2012 წლის 30 სექტემბერს ხაშურის და ქარელის რაიონის ქუჩებში რუის-ურბნისის ეპარქიის ყველა მღვდელმსახურმა მრევლთან ერთად მსვლელობა მოაწყო და მეორე დღეს ოცნების მხარდასაჭერად ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს. მანამდე ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებში ანუ მიტინგებში აქტიურად მონაწილეობდა მიტროპოლიტი იობი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად.

1 ოქტომბრის არჩევნებზე, ეპარქიის მღვდელმსახურები საარჩევნო უბნებთან დადგნენ პროვოკაციების აღსაკვეთად, ხოლო 8 საათის შემდეგ მრევლთან ერთად ხმებს იცავდნენ. ყველას ახსოვს როგორ შეიჭრა სპეცრაზმი ხაშურის ერთ უბანზე და საარჩევნო ყუთი გაიტაცა. ეს იყო ტესტი თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას და თუ გაუვიდოდათ სხვაგანაც იგივეს გააკეთებდნენ. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად შეირაღებულ სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია და უბნიდან გააძევა. სწორედ ეს კადრები გადიოდა ტელევიზიით 1 ოქტომბრის საღამოს როცა სენატორები რიში და შაჰინი ბიძინასთან იყვნენ მისულები და "აკაჩავებდნენ" გამარჯვებაზე უარი თქვი, ნაცები უმრავლესობას გაიფორმებენ, სამაგიეროდ პრეზიდენტი ალასანია იქნება, სპიკერი უსუფაშვილი, ხოლო პრემიერი სააკაშვილი, რამდენიმე მინისტრიც იყოს ოცნებიდან და ასე შეიფუთება არჩევნების შედეგებიო. როგორც მაშინ ამბობდნენ, ბიძინამ სწორედ ხაშურის კადრებზე მიუთითა და სენატორებს უთხრა, მე რომც დავთანხმდე ამ ადამიანებს და სხვებს ვინც წინასაარჩევნო მიტინგებში მონაწილეობდნენ ამას არ შეეგუებიანო. ბიძინას არგუმენტი მართლაც მყარი და რეალური იყო, სენატორებმაც და მათმა უფროსებმაც ვაშინგტონში უკან დაიხიეს და ხუთ წუთში სააკაშვილმა დამარცხება აღიარა, სამაგიეროდ ოცნებისგან ხელშეუხებლობა მიიღო და კოჰაბიტაცია გამოცხადდა.

კოჰაბიტაცია გამოცხადდა საპატრიარქოშიც, მამალი ნაცები ისევ ძველებურად უწამლავდნენ ტვინს მრევლს, ოცნების მხარდამჭერ სასულიერო პირებს სჯიდნენ. 2013 წლის 11 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე დაისვა საკითხი რომ რუის-ურბნისის ეპარქია თურმე დიდი იყო და იგი უნდა გაყოფილიყო ორ ნაწილად. ქარელში იობი დატოვეს, ხოლო ხაშურის ეპისკოპოსად აკურთხეს ერთი მონასტრის იღუმენი ყველასთვის უცნობი სვიმეონი, ახლად აღზევებული ვინმე "ანტრიკოტას" ცოლის დეიდაშვილი. 31 წლის ახალგაზრდა იღუმენს ასე აწინაურებდნენ არ ვიცი, ჩემზე უკეთ საქმეში ჩახედულ პირებს ეცოდინებათ ეს. ის კი ნამდვილად ვიცი რომ ხორცის ყასაბს,ბერიას და ინაურის ქვეყანაში უშიშროებას არც უნდა აკარებდნენ, არათუ უფროსად ნიშნავდნენ. მაგრამ ყოვლისშემძლე იმპერიის დაზვერვას ეს შეუძლია. ამიტომ იყო მისი რეკომენდატორი ბიძინასთან დაახლოებული პირი და ამიტომაც დანიშნა თავის პირველ მოადგილედ გომელაურმა, რომელსაც ეს “ანტრიკოტა” არაფერს შეეკითხება ცოტა ხანში და ფაქტობრივ უფროსად იქცევა სუსში. შხამიანი ობობასავით ქსელებს დახლართავს ერში, ბერში, პრესაში, პოზიციაში და ოპოზიციაში. ამდენი ტვინი ამ არარაობას სად ჰქონდა იმპერიის დაზვერვის წარმომადგენლები ჰყავდა მრჩევლებად თუ ინსტრუქტორებად.

მთავარ საკითხზე გადავიდეთ ახლა- რატომ დუმდა 2013 წელს,სინოდის წევრები როცა სრულიად უცნობს ხაშურის ეპისკოპოსად ნიშნავდნენ და რატომ შეავიწროვეს მეუფე იობი. სხვა ეპისკოპოსებს სამი-ოთხი რაიონი აქვთ სამართავად და იობის ორი რაიონი აღმოჩნდა დიდი? ამის შემდეგ მალევე რატომ დანიშნეს ზესტაფონის ეპისკოპოსად მელქისედეკ ხაჩიძე, უგულავას მეგობარი, რომლის რეკომენდატორი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი იყო. ხომ ყველამ იცოდა და სინოდში ჩემზე უკეთესად, რომ მელქისედეკის დანიშვნაზე სტამბულში ჩასული იყვნენ უგულავა, “ თეოლოგი” ბარნოვი და მესამე კიდევ ერთი ნაცი მგონი ცისკარიშვილი. ხომ ყველამ იცოდა რომ ბართლომეოსი უფულოდ გამარჯობას არ ამბობს, მით უმეტეს არ რეკავს პატრიარქთან და ზესტაფონის ეპისკოპოსად თავისი კადრის დანიშვნას არ სთხოვს. რატომ დუმდნენ სინოდის წევრები, დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის. რატომ დუმდა საპატრიარქო გასულ წელს როცა მთელი სატანისტები დაესივნენ მეუფე სპირიდონს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლი დახურეს. ახლა რატომ დუმს საპატრიარქო ან სინოდის წევრები, როცა ზემოხსენებულ ანტრიკოტას ვეღარ უშველა მფარველებმა ოკეანის გაღმიდან და ვირის აბანოში ამოაყოფინეს თავი, მთელი ქონება დაუყადაღეს, ხოლო თებერვალში ნაყიდი ახალი ლენდ კრუიზერ 300, ყადაღის ქვეშ რომ არ მოქცეულიყო ცოლის დეიდაშვილ მეუფე სვიმეონზე გააფორმა.

საქმე გვაქვს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სინოდის წევრის მიერ დამალვაზე. ამ დროს კი, მართული პრესა ააყვირეს მეუფეს 120 ათასიანი ჯიპი რატომ ყავს, სხვა მანქანით ვერ ივლისო? თემა სხვა მიმართულებით გაშალეს, წამოიწყეს კამათი - უნდა ჰყავდეს თუ არა სასულიერო პირს ძვირადღირებული მანქანა. ეს სხვა საკითხია და ამას არ ვეხები. ფაქტი კი ის არის რომ ანტრიკოტას ნაყიდი ჯიპი ხაშურის ეპისკოპოსმა საკუთარ სახელზე გაიფორმა ქონების დამალვის მიზნით.

ეს იცის პროკურატურამ, იცის საპატრიარქომ და იცის ბევრმა. მეგობრებში მყავს ამ საკითხში ჩემზე უკეთ გარკვეული პირები და შეუძლიათ დააზუსტონ თუ პოსტში რამე არასწორად მიწერია, განავრცონ თუ უფრო მეტი იციან. არ არსებობს ხელშეუხებელი პირები, არ მოაქვს სიკეთე დამალულ სიმართლეს და არც დუმილია ყოველთვის ოქრო“.

trampi მაია ნიკოლეიშვილი: მაია ნადირაძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მათ უნდოდათ დაშინების გზით შეექმნათ მორჩილი საზოგადოება

შათირიშვილი: ყველა პროცესის უკან, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის მიერ წარიმართება, სინამდვილეში ამერიკელები დგანან. ბოლო მტკიცებულებაა სკანდალური ფოტო, რომელზეც ოლიგარქ დავით კეზერაშვილთან ერთად კურტ ვოლკერია გამოსახული

ჰოოდა ეგეთი ჩათლახები რომ არიან 13 წელი იმიტომაც ვლანძღავ კოლუმბს --ყველა ჩათლახობის უკან ყოველთვის ეგენი იდგნენ და დგანან

დიახაც----------- ამერიკელების ჩვენთან ურთიერთობის ერთადერთი მიზანი საქრთველოს მორჩილ საზოგადეობად ჩამოყალიბება არის ( და იყო)
... და ამ ხელისუფლების პირობებში მეტნაკლებად ამას რომ ვეღარ აკეთებენ, იმიტომ არ მოსწონთ ეს ხელისუფლება
პლიუს რუსის ტრაკში პასტაიანი ეკალი უნდა ვყოფილიყავით .............თან დათვისთვის უნდა გვეჩხიკინა კიდეც ...(როგორც კოღოს სპილოსთვის)
იმათ მხოლოდ ცირკის მაიმუნებივით იმათ დაკრულზე მოცეკვავე საქართველო აწყობთ და უნდათ თორე---- დანარჩენი ხუინააა.....რა რეფორმები, რა ადამიანის უფლებები...... რის საკუთრება, რა ატამი, რის შოკოლადი ....ეგ ყველაფერი არის ინტრუმენტი ხელისუფლების დასამუნათებლად, თორემ ჩვენთან დემოკრატია იქნება თუ დიქტატურა იმათ სულ სირზე ეკიდათ და ჰკიდიათ.....მთავარია მათი გეგმები შეასრულოს აქაურმა
ხელისუფლებამ.....თორე გრიშა იქნება თუ მიშა, იმათ ეგ სულაც არ აინტერესებთ.... უბრალოდ ნაცები იმათ დავალებას ჩვენს დარეფორმირება--დამორჩილებას დარგში ხუთიანზე ასრულებდენ და იმიტომ უნდათ ისევ იმათი მობრუნება
ხელი ეშლებათ რუსებთან ომში, ხელი...........სხვისი ხელით რომ ომობენ რუსებთან ............
. თუ ტრაკი აქვთ თითონ ეომონ რუსებს, ამ საწყალ უკრაინელებს რას უჩხიკინებენ და რას ახოცინებენ რუსებს............
რუსეთი ასეთია .....რუსეთი ისეთია ....რუსეთი ასეთია .......... რუსეთი ისეთია .
..დიახაც არის !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!....
მაგრამ ჩვენი ხიროხიტოსი არ იყოს ამერიკა რააა....მსოფლიოში გოზინაყით და ჩურჩურჩხელებით დარბის ,,დემოკრატიის,, დასამყარებლააად??
ორივე ერთმანეთზე უარესია!!!!!!
ამიტომაც ნატალისი არ იყოს---აგე წყნარი ოკეანე .... გავიდნენ და დასცხონ ერთმანეთს. მე ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ
იქ კიდევ ჩინეთისა............... თუ ეგენი გაააშველოს.....
2 წლის უკან