პრემიერი: ჩვენი განზრახვაა, მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს

პრემიერი: ჩვენი განზრახვაა, მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს

ჩვენი გუნდის განზრახვაა, რომ საგამოძიებო კომისიის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული იმისთვის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა", მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისხლიანმა რეჟიმმა 9 წლის განმავლობაში შეიწირა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, უშუალოდ შეეხო ათი ათასობით ადამიანს ეს რეჟიმი.

„150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, პირდაპირ საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში, ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2010-2011 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა და სტატისტიკა საშუალოდ 20-ს ჩამოსცდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტ ადამიანის მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად, ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო ათი ათასობით ადამიანს, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა სახელმწიფოს აჩუქა თავის ქონება. მედიასთან დაკავშირებით ჩემზე კარგად გახსოვთ ყველაფერი რა ვითარება იყო, ომი დაიწყეს 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა მათ მიერ დაწყებულ ომს. უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ნერვებზე. დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც ყველას გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე გვქონდა მივიწყებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობთ, რომ ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული იმისთვის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა", მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ვფიქრობ, რომ ოთხივე პარტიაზე უნდა გავრცელდეს, ამას გვიჩვენებს პროცესი როდესაც მომზადდება შესაბამისი სარჩელი, მერე წარიმართება პროცესი სასამართლოში. ვფიქრობ, რომ წინასწარი ჩემი ანალიზი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე -  ეს არის „ნაცმოძრაობა", „ახალი", რა განსხვავებაა ახალსა და ნაცმოძრაობას შორის? ერთი პარტიაა ორად გაყოფილი. ასევე რაც შეეხება „ლელოს", ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ ჩართული უმძიმეს ქმედებებში. რაც შეეხება გახარიას, დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია იმ პარტიასთან, რომელიც მაშინ სისხლიან რეჟიმს ხელმძღვანელობდა. რაც მთავარია, ეს პარტიები, ყველა ერთად დღეს არიან ჩართული ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არც მალავენ ამას, პირდაპირ დადიან დერეფნებში და ითხოვენ ქვეყნის დასჯას, დასანქცირებას, ათასი ტიპის შეზღუდვების შემოღებას და ეს ხომ ხელის გულზე დევს. პირდაპირ ხომ უპირისპირდებოდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას. დღესაც ხომ აღშფოთდნენ ტრამპის წერილთან დაკავშირებით არც აშშ-სთან დაახლოება უხარიათ, არც კანდიდატის სტატუსი უხარიათ, პირიქით უპირისპირდებიან ამ ყველაფერს. ეკონომიკასთან დაკავშირებით ერთმანეთის მიყოლებით საუბრობდნენ, რომ წელს ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და საშუალო ზრდა გვაქვს პირველი კვარტლის 9 პროცენტზე მეტი, ეს პირდაპირ ხელის გულზე დევს. პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას ქვეყნის მოსახლეობას, ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარბიელი ტრამპმა ზელენსკის უპიჯაკობა დაიწუნა; ახლა რომ თქვას, გაიკრიჭოს კობახიძემ და შევხვდებიო, რას იზამს, გაჯიქდება, თუ იკითხავს გავიკრიჭო, თუ გადავიპარსოო? :))
გაჯიქდება არა; საკუთარი ხელით დუქარდით გაკრეჭს მამა-მარჩენალი :))
1 დღის უკან