ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მიმართ ხალხის მხარდაჭერა არის ნულოვანი,  მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე გუშინ გამოვიდა 3000 ქართველი ხალხი, დღეს იყო 150 ქართველი ხალხი, ამას ირონიით არ ვამბობ, ვამბობ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს უწოდებენ ამას

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მიმართ ხალხის მხარდაჭერა არის ნულოვანი,  მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე გუშინ გამოვიდა 3000 ქართველი ხალხი, დღეს იყო 150 ქართველი ხალხი, ამას ირონიით არ ვამბობ, ვამბობ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს უწოდებენ ამას

ოპოზიციის მიმართ ხალხის მხარდაჭერა არის ნულოვანი -  მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე გუშინ გამოვიდა 3000 ქართველი ხალხი, დღეს იყო 150 ქართველი ხალხი -  ასეთი მხარდაჭერის პირობებში არავითარი რესურსი არ აქვს ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.

პრემიერის თქმით, იმდენად არის ყველაფერი მოშლილი რადიკალურ ოპოზიციაში, რომ თავად ოპოზიციის ლიდერები ვერ ბედავენ სცენაზე ასვლას.

„თვითონ ოპოზიციური პარტიები არის საერთოდ მოშლილი და ამას ყველა ხედავს. შიდა დაპირისპირებებიც აქვთ უკვე. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ეს არის ნულოვანი. დღეს მაგალითად, 150 ქართველი ხალხია გამოსული რუსთაველის გამზირზე. ასეთია მათი მდგომარეობა. სუხიშვილების ანსამბლის წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო სუხიშვილი გამოვიდა სცენაზე და მარტივი რაღაც თქვა - მამული, ენა, სარწმუნოება და იქ მე არ ვიცი, რა კონტინგენტი იყო წარმოდგენილი, მაგრამ მას დაუსტვინეს - მამული, ენა სარწმუნოებას დაუსტვინეს. ეს უბრალოდ გადახვევა. რაც შეეხება საერთო სურათს - საერთო სურათი არის ის, რომ მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე, ირონიით არ ვამბობ ამას, გუშინ გამოვიდა 3000 ქართველი ხალხი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს უწოდებენ ამას. გუშინ იყო 3000 ქართველი ხალხი, დღეს იყო 150 ქართველი ხალხი.  რა თქმა უნდა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში არავითარი რესურსი არ აქვს ოპოზიციას. თვითონ ოპოზიციის პარტიული ლიდერები ვერ ბედავენ სცენაზე ასვლას, იმდენად არის ყველაფერი მოშლილი რადიკალურ ოპოზიციაში", - განაცხადა პრემიერმა.