ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე არ იმღერებს - გვამცნობს Marca.
წყაროს ინფორმაციით, მომღერალმა ასეთი გადაწყვეტილება ღონისძიების გამართვიდან რამდენიმე დღით ადრე მიიღო. მიზეზი მსოფლიო ლიდერების მიერ ყატარის პოლიტიკური რეჟიმის კრიტიკაა. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევის თაობაზე.
შაკირას მსგავსად, გახსნაზე არც როდ სტიუარტი იმღერებს, რომელსაც განსაკუთრებით ელოდნენ ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ შაკირა სიმღერა Waka Waka-ს ავტორია, რომელიც 2010 წლის სამხრეთაფრიკული მუნდიალის ოფიციალურ ჰიმნად იქცა.