ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, იტალიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ალბანეთის ეროვნული გუნდი 3:1 დაამარცხა. ამრიგად, „სკუადრა აძურამ“ 57 წლის რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით 35-ედ გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ „აძურას“ ისტორიაში მანჩინი მწვრთნელებს შორის გამარჯვებებით მესამე ადგილზე დადგა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Paolo ტვიტერში.
მანჩინიმ არიგო საკის გადაუსწრო, რომელსაც 34 გამარჯვება ჰქონდა. რეკორდსმენი ვიტორიო პოცო გახლავთ (65 მოგება), მეორე ადგილზე - ენცო ბეარზოტია (51).