მარსელო ბიელსა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს და „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ლივერპულელთა ხელმძღვანელობა ფრენკ ლამპარდის მუშაობით უკმაყოფილოა და ინგლისელი სპეციალისტის ბიელსათი შეცვლა სურთ. არგენტინელი ინგლისში „ლიდს იუნაიტედს“ ავარჯიშებდა, რომელიც პრემიერლიგაში დააბრუნა.
აქვე გეტყვით, რომ „ევერტონმა“ მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 14 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში მე-17 ადგილზეა.