იტალიის სერია ა-ში პირველი წრის დასრულების შემდეგ ცნობილმა სპორტულმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს სტატია მიუძღვნა:
„ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩიდან 5 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, იტალიის სერია ა-ს კი გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს და მდევარ ,,მილანს" 8 ქულით უსწრებს. ამ ყველაფრის პროტაგონისტები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან. ორი ახალაზრდა ტალანტი, ,,ლურჯი ძმები," რომელთა ღირებულებაც 200 მილიონი ევროა. ორი ბრილიანტი, რომელთა შენარჩუნებასაც ,,ნაპოლი" ევროპის დიდი სახელებისგან თავდასხმისას შეეცდება.
ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია. ისინი ახალგაზრდული, ხმაურიანი, მშვენიერი და მშიერი გუნდის მთავარი სახეები არიან. მათ შესახებ იყო გარკვეული ეჭვები, თუმცა სეზონის განვითარების პროცესში, ამ შთამბეჭდავმა ტალანტებმა, ჟონგლიორმა ჯადოქარმა და მფრინავმა მებრძოლმა დაიწყეს იმის ჩვენება, თუ რამდენად მომაკვდინებლები არიან ისინი.
ისინი მშვენიერები იყვნენ. სპალეტიც მშვენიერი იყო მათ ჩამოყალიბებასა და ერთმანეთთან შერწყმაში. იგი მათ კვალდაკვალ მიჰვებოდა ზუსტად ისე, როგორც გამოცდილი ოსტატი და ტაქტიკური გენიოსი საზოგადოებრივ სამსახურში" - წერს Corriere dello Sport-ი
,,ნაპოლიმ" მიმდინარე სეზონში 47 გოლი გაიტანა, საიდანაც 8 კვარაცხელიას, 10 კი ოსიმენის ანგარიშზეა. ,,პარტენოპეი" სერია ა-ს 8 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, 4 იანვარს, სტუმრად ,,ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.