ბრიტანელმა მსახიობმა ემილი ბლანტმა გადაწყვიტა, გულახდილად ესაუბრა, თუ რა სახის ფილმებზე ამბობს უარს. მისი თქმით, სცენარის კითხვის პროცესში, როდესაც ხედავს სიტყვებს "ძლიერი მთავარი გმირი ქალი", პროექტზე მუშაობის სურვილი აღარ უჩნდება.
"ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა სცენარს გადაშლი და კითხულობ 'ძლიერი მთავარი გმირი ქალი'," — აცხადებს მსახიობი. — "ამაზე ყოველთვის თვალებს ვატრიალებ. უკვე აღარ მაინტერესებს. უკვე მომბეზრდა. ეს როლები ძალიან სტოიკურადაა დაწერილი, მთელი ფილმის განმავლობაში მაგარი ტიპის როლი უნდა ითამაშო და მაგარი რაღაცები თქვა."
ემილი ბლანტი, რომელიც Prime Video-ს ახალ სერიალში ინგლისელი კორნელია ლოკის როლს თამაშობს და აღმასრულებელი პროდიუსერიცაა, ამ პროექტზეც ღიად საუბრობს და განიხილავს, თუ რატომ გადაწყვიტა მასში ჩართვა.
"მიყვარს გმირი, რომელსაც საიდუმლო აქვს. მიყვარდა კორნელიას ძალა, მისი იმედით სავსე გული, მისი გულწრფელობა. კორნელია გასაოცარი გმირია. თითქოს უმანკოა, თუმცა არა გულუბრყვილო და სწორედ ამაშია მისი ძალა. მას და ელის ერთმანეთი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადარჩნენ, მიუხედავად მათი განსხვავებებისა და ვიფიქრე, რომ ეს ძალიან მაგარი იყო."
ინგლისელი გვიყვება ამბავს ინგლისელ ქალზე, კორნელია ლოკზე, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ შვილის სიკვდილისთვის შური იძიოს და ამისათვის არანაირ დაბრკოლებას არ უშინდება.