ბრუს უილისის ოჯახმა 2022 წლის მარტში დაადასტურა, რომ მსახიობს აფაზიის დიაგნოზი დაუდგინდა, ეს არის კონდიცია, როდესაც ტვინი აღქმისა და გადმოცემის უნარს კარგავს. განცხადება, ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ ავადმყოფობის გამო უილისმა კინოკარიერა დატოვა.
ამჯერად ბრუს უილისის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია მისმა მეგობარმა, მსახიობმა სილვესტერ სტალონემ Hollywood Reporter-თან ინტერვიუში გააჟღერა.
სტალონეს თქმით, უილისი ახლა ძალიან რთულ პერიოდს გადის და საზოგადოებას სრულებით მოწყვეტილია.
„მისი მდგომარეობა მკლავს. ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა სტალონემ.