ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, დევიდ პოლ ქეის ნახატი Christie's-ის საქველმოქმედო აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა. ამის შესახებ თავად ხელოვანი სოციალურ ქსელში წერს.
ნახატი, სახელწოდებით „უპირობო სიყვარული“ 10 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. როგორც მხატვარი წერს, მიღებული თანხა Arms Around the Child-ს გადაერიცხება, შიდსით დაავადებული 10 ბავშვის დასახამარებლად, რომლებსაც მკურნალობასა და წამლებზე წვდომა არა აქვთ.