მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფილმ „ჟანგის“ პროდიუსერებს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ გამოცემა Los Angeles Times-ი წერს.
მისი ინფორმაციით, ბოლდუინს სურს, მოიხსნას პასუხისმგებლობა ფილმის ოპერატორის, გალინა ჰატჩინსის გარდაცვალებაზე და აინაზღაუროს სასამართლო ხარჯები.
„ბოლდუინი აცხადებს, რომ მონაწილეობდა მხოლოდ შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღებაში და არ იყო პასუხისმგებელი ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოებაზე ან პერსონალის დაქირავებაზე“, - წერს გამოცემა.
2021 წლის ოქტომბერში „ჟანგის“ გადაღებებზე ალეკ ბოლდუინმა გაისროლა სარეკვიზიტო პისტოლეტიდან, რომელიც საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი. შედეგად ფილმის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსი კი დაიჭრა. ამის შემდეგ ჰატჩინსის ოჯახმა ბოლდუინს სასამართლოში უჩივლა. ერთი წლის შემდეგ ჰატჩინსის ოჯახმა და ალეკ ბოლდუინმა შეთანხმებას მიაღწიეს.