ესპანეთში, პორტუგალიასთან საზღვარზე მდებარე სოფელი სალტო დე კასტრო 260 000 ევროდ იყიდება. ამის შესახებ BBC წერს.
სოფელი მადრიდიდან სამი საათის სავალ გზაზე მდებარეობს და 44 სახლისგან შედგება. მას აქვს სკოლა, სასტუმრო, ეკლესია და საცურაო აუზი, თუმცა მას არ ჰყავს მოსახლეობა. სალტო დე კასტროში 30 წელზე მეტია, არავინ ცხოვრობს.
ახლანდელმა მფლობელმა სოფელი 2000-იან წლებში შეიძინა და მის ტურისტულ ლოკაციად გადაქცევა სურდა, თუმცა ევროზონის კრიზისის გამო ეს გეგმა ვერ განხორციელდა.
სახლის გაყიდვით შუამავალი კომპანია Royal Invest-ია დაკავებული. მისი წარმომადგენელი რონი როდრიგესი ამბობს, რომ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ სოფლის შეძენის სურვილი 300-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის იყვნენ ბიზნესმენები საფრანგეთიდან, ბელგიიან, დიდი ბრიტანეთიდან და რუსეთიდან.
სალტო დე კასტრო 1950-იან წლებში ელექტრომომარაგების კომპანია Iberduero-მ თავისი პერსონალისთვის ააშენა, რომლებიც სოფლის მახლობლად რეზერვუარს აშენებდნენ. თუმცა, რეზერვუარის აშენების შემდეგ მშენებლებმა სოფელი დატოვეს და 1980-იან წლებში სოფელი სრულად გაუკაცრიელდა.