ენრიკო ფედელე:

ენრიკო ფედელე: "კონკურენტებზე მეტად სპალეტის მეშინია, ერთადერთ ჩემპიონს აკრიტიკებს - კვარაცხელიას"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ მთავარი საფრთხე ლუჩანო სპალეტია. ის მიიჩნევს, რომ ნეაპოლურ გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენტებზე მეტად, მისი მწვრთნელის ხასიათის გამო უნდა ეშინოდეს.

„არ მეშინია მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსის“ და არც „ინტერის“ ან „მილანის“. მხოლოდ ლუჩანო სპალეტის მეშინია. ის აკრიტიკებს ერთადერთ ჩემპიონს, რომელიც გუნდში ჰყავს - ხვიჩა კვარაცხელიას. სპალეტის ყოველთვის რთული ხასიათი ჰქონდა, გაიხსენეთ რა მოხდა ტოტისთან. მას სურს თავი პრიმადონად იგრძნოს“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 38 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს, „ლაციოსა“ და „მილანს“ 8 ქულით უსწრებს.