ჯულია ფოქსის თქმით, კანიე ვესტთან ურთიერთობამ მის კარიერას ავნო

ჯულია ფოქსის თქმით, კანიე ვესტთან ურთიერთობამ მის კარიერას ავნო

ჯულია ფოქსი ფართო საზოგადოებამ კანიე ვესტთან რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ გაიცნო, თუმცა თავად ფოქსის აზრით, რეპერთან კავშირმა მის კარიერას ავნო. ჯულია და კანიე ერთმანეთს სულ რაღაც 1 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ, სანამ 2022 წლის თებერვალში ერთმანეთს დაშორდებოდნენ, თუმცა ამ მცირე დროის განმავლობაში უამრავ შეხვედრასა და წვეულებას დაესწრნენ ერთად.

კანიესთან ურთიერთობის დაწყებამდე ჯულია 2019 წლის ფილმში Uncut Gems მონაწილეობდა, ასევე 2021 წლის ფილმში No Sudden Move. მისი კარიერა ცალსახად ვითარდებოდა, თუმცა კანიესთან ურთიერთობის შემდეგ ფოქსის თქმით, მას კინოდან ახალი შემოთავაზებები აღარ მიუღია.

ცნობილი მოდელის, ემილი რატაკოვსკის, პოდკასტში High Low with EmRata ჯულიამ აღნიშნა, რომ კანიესთან ურთიერთობას მის კარიერაზე კარგი გავლენა არ მოუხდენია.

"ამ დიდი და საჯარო ურთიერთობის შემდეგ, შევამჩნიე დამოკიდებულების ცვლილება სამსახიობო სფეროში," — განაცხადა მან. — "იმდენ შემოთავაზებას აღარ ვიღებ, რამდენსაც ვიღებდი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ბევრი უცნაური ნაკლი ჰქონია ამ დონის ცნობადობის მოპოვებას."

მიუხედავად კინოდან შემოთავაზებების ნაკლებობისა, ჯულიამ განაცხადა, რომ გულს მაინც არ იტეხს და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

"არა უშავს, ისეც ძალიან დაკავებული ვარ. მგონია, რომ ყველაფერს საჭირო დროს გვაძლევს ცხოვრება, ასე რომ, თავს არ ვისტრესავ. დიდად არ მანაღვლებს ეს ამბავი. უნდა ენდო ცხოვრების დინებას."