ტრომბეტი:

ტრომბეტი: "სპალეტის სიტყვები კვარაცხელიაზე ძალიან ცუდი და უადგილო იყო"

ნეაპოლის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გვიდო ტრომბეტი ლუჩანო სპალეტის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მას ცუდად ენიშნა.

როგორც ტრომბეტი ფიქრობს, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის კომენტარი სრულიად უადგილო იყო.

„სპალეტიმ შაბათს ყველას ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. ახლა მას მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა სრულყოფილების მისაღწევად - პრესკონფერენციაზე მისი სიტყვები უნდა შეზღუდოს. კვარაცხელიას შესახებ განცხადება ჩემი აზრით, ძალიან ცუდი იყო. როგორც თქვა, თანაგუნდელებს აღიზიანებთ, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. ჩნდება ეჭვი, რომ მწვრთნელი ვერ ეგუება დიდ ჩემპიონებს და განსაკუთრებულ ფეხბურთელებს. ის, რომ „ნაპოლიმ“ ბერგამოში კვარაცხელიას გარეშე მოიგო, საერთოდ არ ამცირებს ქართველის მნიშვნელობას. ვიმეორებ: სპალეტის გამონათქვამები უადგილო იყო. მაინც არ მგონია, რომ სპალეტისთვის მთავარი მხოლოდ გუნდურობაა, მაგრამ სეზონის დაწყებიდან შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ქართველი არ გაეკრიტიკებინა“, - თქვა ტრომბეტიმ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" დღეს "ემპოლის" უმასპინძლებს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშებს. იტალიური მედია წერს, რომ ხვიჩას წელის ინტენსიური ტკივილი კვლავ აქვს და მისი თამაში 12 ნოემბერს, "უდინეზესთანაც" ძალიან საეჭვოა.