ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპში ხახვთან, ნიორთან, პურთან (ან კარტოფილთან) და მწვანილთან ერთად. შევაზავოთ მარილით, პილპილით და შევურიოთ ერთი კვერცხი.
ფარშის ნაწილი დავდოთ ტაფაზე, ზედ გავალაგოთ მოხარშული კვერცხები. შემდეგ, ფარშის მეორე ნაწილი დავადოთ და ხელით მჭიდროდ დავტკეპნოთ.
თავზე შეგვიძლია გადავუსვათ კეჩუპი ან ტომატის საწებელი და შევწვათ ღუმელში 10-15 წუთი 200 გრადუსზე. შემდეგ 20-30 წუთი 180-ზე. თავი დავუბრაწოთ გრილის საშუალებით.
შიგთავსი შეგვიძლია შევცვალოთ მოხარშული სტაფილოთი, ბროკოლის ყვავილედებით ან მთლიანი ქამა სოკოებით, ან კიდევ დიდ გრძელ ნაჭრებად დაჭრილი წითელი ბულგარულის რამდენიმე ფენით.
ინგრედიენტები:
500-600 გრამი ფარში,
2 ხახვი,
3-4 კბილი ნიორი,
4 კვერცხი,
2 ნაჭერი დამბალი პური ან კარტოფილი,
მწვანილი სურვილისამებრ,
მარილი,
პილპილი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.
perfectcook.org