მსახიობი ლესლი ფილიპსი, რომლის ხმასაც ჰარი პოტერის ფანები კარგად იცნობენ, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლესლი ჰარი პოტერის ფილმებში გამნაწილებელ ქუდს ახმოვანებდა — მოლაპარაკე ჯადოსნურ ქუდს, რომელიც ჰოგვორტსში მისულ პირველკურსელებს სხვადასხვა სახლებში ანაწილებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და აქამდე გულის შეტევა ორჯერ გადაიტანა.
ფილიპსი 1958-1978 წლებში Carry On-ის ფილმების სერიებში მონაწილეობდა. მისი ხანგრძლივი კარიერა კიდევ უამრავ როლს ითვლის.