„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ძანეტიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაზე ჰკითხეს. როგორც მან თქვა, კვარა ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ „ნაპოლის“ სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავს.
„ვფიქრობ, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ „ნაპოლი“ ძლიერი მთლიანობაშია. მათი მწვრთნელის მიმართაც უპატივცემულობა იქნებოდა იმის თქმა, რომ მხოლოდ ის არის ძლიერი ფეხბურთელი და მორჩა“, - თქვა ძანეტიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ემპოლის“ მატჩი 8 ნოემბერს გაიმართება და წელის ტრავმის გამო ქართველი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.