„ლივერპულის“ მფლობელი კლუბს 4,6 მილიარდად გაყიდის

„ლივერპულის“ მფლობელი კლუბს 4,6 მილიარდად გაყიდის

Fenway Sports Group-ის თავკაცმა და ამავდროულად „ლივერპულის“ მფლობელმა, ჯონ ჰენრიმ, დაასახელა თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაში კლუბს გაყიდის - გვამცნობს Mirror.

წყაროს ინფორმაციით, ამერიკელი ბიზნესმენი მზადაა კლუბს 4,6 მილიარდ ევროდ შეელიოს. მსურველი უკვე გამოჩენილა, თუმცა სახელი ჯერ არ საჯაროვდება.

სავარაუდო მფლობელები შეიძლება გახდნენ ინგლისელი ბიზნესმენი ჯიმ რეტკლიფი, ინვესტორები ახლო აღმოსავლეთიდან, ან RedBird Capital Partners.