2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად კრის ევანსი დასახელდა

2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად კრის ევანსი დასახელდა

გამოცემა People-მა 2022 წლის ყველაზე სექსუალური კაცი დაასახელა — ყველასათვის საყვარელი კაპიტანი ამერიკა, იგივე კრის ევანსი.

41 წლის მსახიობის თქმით, ზუსტად იცის, რომ მისი გამარჯვება დედას აუცილებლად გაუხარდება: "დედაჩემი ძალიან ბედნიერი იქნება. ის ყველაფრით ამაყობს, რასაც ვაკეთებ, თუმცა ეს ისეთი რამაა, რითაც თავის მოწონება შეეძლება".

კრის ევანსი, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ გარეგნობისა და ნიჭის გამო კი არა, თავმდაბლობის, იუმორისა და ყველას მიმართ გულთბილი დამოკიდებულების გამო უყვარს, ფიქრობს, რომ ახლო მეგობრები ახალი ტიტულის გამო აუცილებლად გაეხუმრებიან. მისი თქმით, წლის ყველაზე სექსუალური კაცის სტატუსის შესახებ საუბრის თვითონაც კი ერიდება.

მიუხედავად იმისა, რომ კრისმა ახალი წოდება მოკრძალებით მიიღო, დედამისს შვილის წარმატება საერთოდ არ გაჰკვირვებია: "საერთოდ არ მიკვირს. ჩვენი ოჯახი უზომოდ გაიხარებს".

კრისის თქმით, ამჟამად კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის დაცვას ცდილობს, რადგან უნდა, საკუთარ ოჯახთან მეტი დრო გაატაროს. სამომავლოდ, დაქორწინებასა და შვილების ყოლასაც გეგმავს, თუმცა ამ თემაზე ღიად საუბარი არ უყვარს.

People წლის ყველაზე სექსუალურ კაცებს 1985 წლიდან ასახელებს. 2021 წელს გამარჯვებული მსახიობი პოლ რადი გახდა.