თორნიკე შენგელიას 5 ქულა და

თორნიკე შენგელიას 5 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „რეჯანას“ უმასპინძლა და 79:65 დაამარცხა. ბოლონიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს და გამარჯვებაც არ გასჭირვებიათ.

შენგელიამ ტრავმის მოშუშების შემდეგ ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა და ამჯერად პარკეტზე 15 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 6 მოგებით (0 წაგება) სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 20 ნოემბერს, „ტრენტოს“ ესტუმრება.