"რომას" ხელმძღვანელობას ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტის განახლება სურს

იტალიური „რომას“ ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს მუშაობით კმაყოფილია და პორტუგალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის განახლება სურთ.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ფრედკინების ოჯახი პორტუგალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ და ახალ კონტრაქტზე მის დაყოლიებას ეცდებიან.

მოურინიოს „რომასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ახალი ხელშეკრულების დეტალები კი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ „რომა“ 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გასულ სეზონში „ჯალოროსის“ კონფერენს ლიგა მოაგებინა.