„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათი გაერთიანების მიზანი დიდი პროევროპული ერთობის შექმნაა.
„მადლობა, რომ ძალიან ზრუნავენ ბარიერის დაწევაზე. ეს არ არის ჩვენთვის ამოცანა. ჩვენთვის ამოცანა არის დიდი პროევროპული ერთობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციური სამეული ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების იდეას ისევ ააქტიურებს, თუმცა მათთან ერთობის სურვილი არ აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რადგან აცხადებენ, რომ არაფერში სჭირდებათ.