რობი უილიამსის სახლის ყველაზე ჩუმი რემონტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Dailymail ავრცელებს.
გადაწყდა, რომ ლონდონ კენსინგტონში არსებული 17.5 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლიდან რემონტის ხმა საერთოდ არ უნდა გადიოდეს, რომ თავიდან აიცილონ მეზობლის, Led zeppelin-ის ვარსკვლავის, ჯიმი პეიჯის შეწუხება.
რემონტის დაწყებამ მწვანე შუქი მაისში მიიღო, მაგრამ უილიამსის მუშებმა სახლის განახლებისთვის მე-19 საუკუნის ხელსაწყოები და 50 000 ფუნტის ღირებულების კონტროლის მოწყობილობები უნდა გამოიყენონ, რათა დარწმუნდნენ, რომ ხმაურის დონე ჩურჩულის ტონალობას არ სცდება.