„ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა რეკორდულ დროში მოიძებნა. ინფორმაციას ამის შსახებ ნეაპოლიტანური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა პოლიციელებმა ნეაპოლიდან 24 კილომეტრში, ქალაქ ავერსას მახლობლად ერთ-ერთ ქუჩაში მიტოვებული იპოვეს.
3 ნოემბერს, ნეაპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს. ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.