ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა". ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ბრუკლინ ნეტსს“ შეხვდა და 116:109 დამარცხდა.
გოგამ პარკეტზე არასრული 8 წუთი გაატარა, რა დროშის 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. 22 წლის ცენტრმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი +10 გამოიმუშავა.
"ინდიანას" 8 თამაშში" 3 გამარჯვების საწინააღმდეგოდ 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. გოგა და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას 5 ნოემბერს, შინ მაიამი ჰიტთან ჩაატარებენ.