ბილი აილიში და ჯესი რეზერფორდი ბოლო პერიოდში ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს. ინტერნეტი იმის შესახებ მალევე ალაპარაკდა, რომ ბილი და ჯესი ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა განხილვის საგნად მათ შორის ასაკობრივი სხვაობა იქცა.
ბილი აილიში 20 წლისაა, ხოლო ჯესი 31 წლის. მათ შორის 11-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, რაც ბილის გულშემატკივრებისთვის გასაკვირი აღმოჩნდა. ამასთანავე, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაიხსენეს, რომ ჯესიმ ბილი 15 წლის ასაკში გაიცნო, რასაც ასევე უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.
ბილი და ჯესი დაცინვას თავიდან არ გამოეხმაურნენ, თუმცა წლევანდელი ჰელოუინის კოსტიუმებით მათ შესახებ გავრცელებულ ჭორებს პასუხი გასცეს. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ბილი აილიში ჰელოუინზე ბავშვივით გამოწყობილი მივიდა, ხოლო ჯესი და მისი ერთ-ერთი მეგობარი მოხუცებივით იყვნენ ჩაცმულები.
უარყოფითი კომენტარები ჰელოუინის კოსტიუმებმაც მიიღო. ბილისა და ჯესის კოსტიუმებს ზოგმა დასცინა და უგემოვნო უწოდა, ზოგმა კი წყვილი ისევ ასაკობრივი სხვაობის გამო გააკრიტიკა. თუმცა ბილის ერთგულმა ფანებმა მომღერალს გადაწყვეტილება მოუწონეს და ჩათვალეს, რომ ბილიმ და ჯესიმ ინტერნეტს თავად დასცინეს.