კანიე ვესტის ფანებმა თანხის შეგროვება და მისი ისევ მილიარდერად ქცევა გადაწყვიტეს

კანიე ვესტის ფანებმა თანხის შეგროვება და მისი ისევ მილიარდერად ქცევა გადაწყვიტეს

მას შემდეგ, რაც ადიდასმა კანიე ვესტთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რეპერმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი კი რეპერმა და პროდიუსერმა შონ “Diddy” კომბსმა დაიკავა. ამის საპასუხოდ, კანიეს ფანებმა GoFundMe პლატფორმას მიაშურეს, რათა ფული შეაგროვონ და კანიეს მილიარდერის სტატუსი აღადგინონ.

GoFundMe-მ ეს ინიციატივები დასაწყისშივე დაბლოკა, მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ $5 იყო კანიესთვის შეგროვილი.

რეპერის დახმარება ფანებს ადრეც უცდიათ. 2016 წელს კანიემ ტვიტერზე განაცხადა, რომ $53 მილიონი ჰქონდა ვალი და მარკ ცუკერბერგს სთხოვა მის იდეებში ინვესტიციის შეტანა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ფანმა, ჯერემი პიატმა, GoFundMe-ს ანგარიში შექმნა, სახელწოდებით — დაეხმარე კანიეს თავი დააღწიოს ვალებს. გვერდმა $57,398 შეგროვება შეძლო.

"როგორც ჩანს, ის მარკ ცუკერბერგისგან ვერ მიიღებს დახმარებას, თუმცა ძალიან სჭირდება," — წერდა პიატი. — "კი, ის მდიდარია და შეუძლია, ბეწვის ქურთუკები და სახლები შეიძინოს თავისი ოჯახისთვის, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე, მისი გენია ვერ რეალიზდება."

საბოლოოდ, კანიე ვესტის წარმომადგენლებმა უარი თქვეს აგროვილ თანხაზე და ის არასამთავრობო ორგანიზაციას, Notes for Notes-ს, გადაეცა, რომელიც ახალგაზრდებს მუსიკალურ განათლებასა და ინსტრუმენტებს უფასოდ სთავაზობს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კანიე ვესტთან ისეთმა კომპანიებმა შეწყვიტეს თანამშრომლობა, როგორებიც ადიდასი, ბალენსიაგა და გეპია. რეპერის ქონებიდან მხოლოდ $400 მილიონი დოლარი.