გოლი+პასი: ვის როგორი შედეგი ჰქონდა სერია A-ში საწყის 12 მატჩში

გოლი+პასი: ვის როგორი შედეგი ჰქონდა სერია A-ში საწყის 12 მატჩში

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს 12 თამაშში 11 საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა - 6 გოლი თვითონ გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი პასი მიითვალა.

ამ სტატისტიკით ის სერია A-ში 2004-2005 წლების სეზონიდან მესამეა. საქმე ეხება თითოეული ფეხბურთელისთვის საწყის 12 მატჩს იტალიის ჩემპიონატში და მასში არ შედის სხვა ტურნირებზე ნაჩვენები შედეგები, მათ შორის ცხადია, არც ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, სტატისტიკაში ასახულია მხოლოდ გოლი ან საგოლე პასი, მოპოვებული პენალტები მასში არ არის ასახული (მოგეხსენებათ, ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატში ამ დროისთვის 2 პენალტი მოიპოვა).

2004 წლიდან საწყის 12 მატჩში ნაჩვენები შედეგებით საუკეთესო 20-ეულში არაერთი ცნობილი ფეხბურთელია, კვარა კი მხოლოდ დიეგო მილიტოსა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

20) ჩეიკ დიაბატე (ბენევენტო)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში* 8 გოლში მონაწილეობა (8 გოლი, 0 პასი)

*სერია A-ში მან სულ 11-ჯერ ითამაშა.

19) გონსალო იგუაინი (ნაპოლი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 8 გოლში მონაწილეობა (5 გოლი, 3 საგოლე პასი)

18) ზლატან იბრაჰიმოვიჩი (იუვენტუსი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 8 გოლში მონაწილეობა (5 გოლი, 3 საგოლე პასი)

17) სამუელ ეტო’ო (ინტერი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 8 გოლში მონაწილეობა (6 გოლი, 2 საგოლე პასი)

16) მაქსი ლოპესი (კატანია)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 8 გოლში მონაწილეობა (7 გოლი, 1 საგოლე პასი)

15) მიროსლავ კლოზე (ლაციო)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 8 გოლში მონაწილეობა (6 გოლი, 2 საგოლე პასი)

14) ვესლი სნეიდერი (ინტერი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 8 გოლში მონაწილეობა (4 გოლი, 4 საგოლე პასი)

13) რონალდინიო (მილანი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 8 გოლში მონაწილეობა (7 გოლი, 1 საგოლე პასი)

12) კარლოს ტევესი (იუვენტუსი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 8 გოლში მონაწილეობა (6 გოლი, 2 საგოლე პასი)

11) დომენიკო ბერარდი (სასუოლო)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 9 გოლში მონაწილეობა (7 გოლი, 2 საგოლე პასი)

10) კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 9 გოლში მონაწილეობა (9 გოლი, 0 საგოლე პასი)

9) რომელუ ლუკაკუ (ინტერი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 9 გოლში მონაწილეობა (9 გოლი, 0 საგოლე პასი)

8) ეზეკიელ ლავეცი (ნაპოლი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 9 გოლში მონაწილეობა (3 გოლი, 6 საგოლე პასი)

7) მ’ბალა ნზოლა (სპეცია)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 9 გოლში მონაწილეობა (8 გოლი, 1 საგოლე პასი)

6) მილოშ კრასიჩი (იუვენტუსი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 9 გოლში მონაწილეობა (5 გოლი, 4 საგოლე პასი)

5) ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 10 გოლში მონაწილეობა (9 გოლი, 1 საგოლე პასი)

4) მაურო სარატე (ლაციო)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 11 გოლში მონაწილეობა (7 გოლი, 4 საგოლე პასი)

3) ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 11 გოლში მონაწილეობა (6 გოლი, 5 საგოლე პასი)

2) კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 13 გოლში მონაწილეობა (8 გოლი, 5 საგოლე პასი)

1) დიეგო მილიტო (ჯენოა)

სერია A-ში თავის პირველ 12 თამაშში 15 გოლში მონაწილეობა (11 გოლი, 4 საგოლე პასი)

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 1 ნოემბერს, სტუმრად „ლივერპულთან“ ჩაატარებს.